Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პროტესტმა იფეთქა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში 


ირანის რამდენიმე ქალაქში, დედაქალაქ თეირანის და ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ თებრიზის ჩათვლით, პროტესტმა იფეთქა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, სომხეთთან მის კონფლიქტში მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ათობით დემონსტრანტი, რომლებიც ქუჩებში სკანდირებენ ლოზუნგებს აზერბაიჯანულ ენაზე, მათ შორის "ყარაბაღი ჩვენია. ის ჩვენი დარჩება".

ეთნიკური აზერბაიჯანლები ირანის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ. რადიო თავისუფლებას შეუძლია შეამოწმოს ამ ვიდეოების ავთენტურობა.

გადმოცემის თანახმად, უშიშროების ძალებმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. ასევე, როგორც იუწყებოდნენ, ადგილი ჰქონდა შეტაკებებს დემონსტანტებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის.

ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, პროტესტის მსვლელობისას, სულ ცოტა, 38 ადამიანი დააკავეს .

100 ადამიანზე მეტი, ბევრი სამოქალაქო პირის ჩათვლით, მოკლეს მას შემდეგ, რაც შეტაკებები დაიწყო 27 სექტემბერს სომხურ შეიარაღებულ ძალებს და აზერბაიჯანის ძალებს შორის გამყოფი ზოლის გასწვრივ.

ეს შეტაკებები ძალადობის ყველაზე მძაფრ გამოვლინებად ითვლება მას შემდეგ, რაც 1994 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შედეგად, სადავო ტერიტორიაზე ომი დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG