Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს


ან ლინდე, სალომე ზურაბიშვილი.
ან ლინდე, სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილა. შვედეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტმა მინისტრთან ილაპარაკა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლზე როლზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2021 წელს ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში შვედეთის სამოქმედო პრიორიტებები იქნება: მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება და ქალთა საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ორმხრივი ასევე, მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს შვედეთის როლის მნიშვნელობაზე საქართველო - ევროკავშირის პარტნიორობის პროცესში და განიხილეს საქართველოს მოლოდინები მომავალი წლის მარტში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის არსებული ფორმატი უნდა გაძლიერდეს, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG