Accessibility links

სან-ფრანცისკოში სასამართლომ შეაჩერა ტრამპის აკრძალვა უცხოელი სპეციალისტებისთვის ვიზის გაცემის შესახებ


აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოს სასამართლომ შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება უცხოელი კვალიფიცირებული სპეციალისტებისთვის სამუწაო ვიზების გაცემის შესახებ.

განკარგულების გამო იჩივლეს მეწარმეთა ეროვნულმა ასოციაციამ, აშშ-ის სავაჭრო პალატამ, საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ და ორგანიზაცია TechNet-მა.

სასამართლოს კერძო განმარტებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა საიმიგრაციო კანონები, რომლებიც კონგრესმა მიიღო.

პრეზიდენტმა უცხოელისთვის ვიზის გაცემის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა ივნისში. დოკუმენტს მოქმედების ვადა აქვთ წლის ბოლომდე.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მაშინ განმარტა, რომ აშშ-ში გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრობის დონე. თეთრი სახლის მონაცემებით, განკარგულების მეოხებით ამერიკელებისთვის შეიძლებოდა შექმნილიყო ნახევარ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი.

ტრამპის განკარგულება გააკრიტიკეს ამერიკის უდიდესმა კომპანიებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG