Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა წალკაში


2 ოქტომბერს ქალაქ წალკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი გამოავლინეს.

ეს არის COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა წალკის მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივი ხელისუფლებიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ინფიცირებულ შუახნის ქალს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ოჯახი ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

რადიო თავისუფლებას წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ მიმდინარეობს დაავადებულის კონტაქტების მოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG