Accessibility links

სომხეთის საელჩო უარყოფს საქართველოდან ბაქოსთვის იარაღის შესაძლო მიწოდების შესახებ ცნობას     


გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩო. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა წერს „ფეისბუკზე", ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკა შეიძლება აზერბაიჯანში გადაიტანონ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც საელჩო განმარტავს, ვიდეოში ასახული სამხედრო ტექნიკა ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ხოლო, გადაადგილება განპირობებული იყო საქართველოს უსაფრთხოებით.

საელჩო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა და არასასურველი შედეგები.

რამდენიმე დღეა გრძელდება ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის. საბრძოლო მოქმედებები, რომელთა განახლებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, 27 სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარეს დაიღუპა ათობით ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG