Accessibility links

ბელარუსმა ყველა უცხოელ ჟურნალისტს გაუუქმა აკრედიტაცია


ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუუქმა აკრედიტაცია ყველა უცხოელ ჟურნალისტს ქვეყანაში და განაცხადა, რომ ნაბიჯი გადაიდგა ბელარუსში მედიის სფეროში რეგულაციების და პროცედურების რეფორმირების გამო.

2 ოქტომბრის განაცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა აკრედიტაცია ცხადდება ძალადაკარგულად და რომ ჟურნალისტებმა, რომლებიც უცხოეთის მედიისთვის მუშაობენ ქვეყანაში, კვლავ უნდა მიმართონ ნებართვისთვის სააკრედიტაციო კომისიას, რომელიც 5 ოქტომბერს განაახლებს მუშაობას.

განცხადების თანახმად, აკრედიტაციის მიღება გამარტივდება, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ცვლილებები განხორციელდა „როგორც ჩვენი სუვერენული უფლება“, რათა „დავიცვათ თავი ბელარუსის რესპუბლიკის საინფორმაციო უსაფრთხოების პრინციპების შესაბმისად“.

ბევრ საერთაშორისო მედია ორგანიზაციას, მათ შორის, რადიო თავისუფლებას, ჰყავს ბელარუსში კორესპონდენტები, რომლებიც ბელარუსის მოქალაქეები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG