Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: მიეცით ხმა პატარა პარტიებს რომლებმაც უნდა შექმნან მომავალი საქართველოსი


საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ საქართველოში ამომრჩეველი მიჩვეულია ორპოლუსიან არჩევნებს, თუმცა მისი შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული იქნება.

„ძალიან კარგია, რომ არ არის ორპოლუსიანი გარემო და ძალიან კარგია, რომ სხვანაირი ცვლილებები იქნება. მე მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს, რომელიც მისმენს და რომელსაც სჯერა ჩემი, რომ არცერთ მომენტში არ მიღალატია მათთვის. მიეცით ხმა იმ პატარა პარტიებს, რომლებმაც ხვალ უნდა შექმნან მომავალი საქართველოსი. მიეცით ხმა პარტიებს ამ ორი პოლუსის გარეთ. იცოდეთ, თქვენი ხმა არ დაიკარგება. ეს საარჩევნო სისტემა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენი რჩეული შევა პარლამენტში და შეცვლის ამ ორპოლუსიან მარაზმს, რომელშიც ამდენი ხანი ვიცხოვრეთ", - თქვა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ხელისუფლება უაღრესად შეშინებული და დამფრთხალია, რაზეც, მისი აზრით, ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტები მეტყველებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG