Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატიო თბილისელებს დააჯილდოებენ


საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში, 3 ოქტომბერს, 20.00 საათზე.

საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. საღამოზე შესრულდება გია ყანჩელის მელოდიები.

„საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, Georgian Six“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წლევანდელი თბილისობა მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG