Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 დაუდასტურდა „იმედის“ წამყვანს


„დილამშვიდობისა ყველას. მოკლედ, ვინც ჯერ არ იცით, ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID19-იც შეემატა“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემის წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც დეტალურად აღწერს ცუდად გახდომის ისტორიას:

„გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი "იმედში", სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე - 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში. წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო. კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა. საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა“,

ზურა ბალანჩივაძემ არ იცის, ვისგან შეიძლება გადადებოდა დაავადება. ვარაუდობს, რომ დაავადდა „ვინმე უსიმპტომოსგან ან რომელიმე ზედაპირთან შეხებისას“.

„სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს“, - აფრთხილებს მეგობრებსა და ნაცნობებს ტელეკომპანიის წამყვანი, რომელიც მისი თქმით, ჯერჯერობით რჩება სახლში, რადგან სიცხე 38 გრადუსამდე და ყელის ჩახეხილობა არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG