Accessibility links

გარდაცვალების ერთი და 360 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში


აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 177 კოვიდდადებითი პაციენტი.

გარდაიცვალა 1 პაციენტი, 61 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტი გარდაიცვალა 2 ოქტომბერს გვიან ღამით. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 460 პაციენტი. რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში 784 უსიმპტომო პაციენტია.

აჭარაში ბინაზე 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში კლინიკებში 600-ზე მეტი საწოლია, აქედან თავისუფალია - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG