Accessibility links

site logo site logo

მადრიდში აღადგინეს კორონავირუსთან ბრძოლის ზომები


ესპანეთმა გადადგა ნაბიჯები მადრიდში კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, პარალელურად ევროპის სამედიცინო სააგენტო აცხადებს, რომ დაიწყო პრეპარატ რემდესივირის უსაფრთხოების განხილვა, მას შემდეგ, რაც მისი მიღების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს თირკმლის სერიოზული პრობლემები დაეწყო.

ესპანეთში შემოღებული ახალი შეზღუდვებით დედაქალაქი და მის გარშემო რეგიონი - ტერიტორიები, სადაც დაახლოებით 6 მილიონამდე ადამიანი სახლობს - ნაწილობრივ ე.წ. "ლოკდაუნში" ბრუნდება, რაც ამ ტიპის შეზღუდვის აღდგენის პირველი შემთხვევაა ევროპის დედაქალაქში. მადრიდში და მის გარშემო ცხრა მუნიციპალიტეტში ჩაიკეტება საზღვრები გარეშე პირებისთვის და არააუცილებელი ვიზიტებისთვის, თუმცა შიგნით გადაადგილება ნებადართული იქნება სამსახურში, სკოლაში, ექიმთან ვიზიტებზე და მაღაზიებში სასიარულოდ. ზომები 2 ოქტომბერს, ღამით უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მადრიდის მესვეურთა ნაწილი მათ გასაჩივრებას გეგმავდა.

კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა იყო. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დროს ქვეყანაში აღირიცხა ინფიცირების 790,000-მდე შემთხვევა და დაიღუპა 32,000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG