Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ადამიანს სურს მაჟორიტარი დეპუტატობა რუსთავი-გარდაბნის ოლქიდან


მე-12 საარჩევნო ოლქიდან, რომელიც რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს მოიცავს, მაჟორიტარულ წესით არჩევნებში მონაწილოების სურვილი 18 ადამიანმა გამოთქვა, რის შესახებაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადებბია შესული.

პარტიებისა და ბლოკების მიერ 17 მაჟორიტარბის მსურველია წარდგენილი, ხოლო ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
პარტიული საარჩევნო სიების და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს ამოიწურა.


რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში, მე-12 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა თქვა, რომ ამჟამად სამი კანდიდატის დოკუმენტაცია შესწავლილია და ოფიციალურად დარეგისტრირდნენ, ესენი არიან: პაატა ჯიბლაძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ,ვახტანგ მეგრელიშვილი პარტია „გირჩიდან“ და დამოუკიდებელი კანდიდატი გელა ნაკაშიძე, საინიციატივო ჯგუფიდან.


„ვსწავლობთ სხვა მაჟორიტარი კანდიდატობის მსურველთა დოკუმენტაციას, მათ შესაბამისობას საარჩევნო კანონმდებლობასთან“, თქვა გაგა აფციაურმა.
რუსთავის მე-12 საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარობის მსურველთა სრული სია მათი საარჩევნო ნუმერაციის მიხედვით:

  1. ლაურა ნიჟარაძე-პარტია „თეთრები“
    2. ირმა ნადირაშვილი- "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"
    5. დავით კირკიტაძე- საარჩვნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
    8. პაატა ჯიბლაძე- პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
    10. მიხეილ ქუმსიშვილი- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
    14. შორენა მამალაშვილი-„ბეჟან გუნავა-ქართული არჩევანი“
    19. ილია ლობჟანიძე -„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“
    20. გიორგი მაისურაძე- პარტია „საქართველო“’
    21. ლაშა მაჭარაშვილი-პარტია „თავისუფალი საქართველო“
    28. ბესიკ ჩუბინიძე-პარტია-„ქართული ფესვები“
    30. ეკატერინე ოქროცვარიძე-პარტია „შეცვალე საქართველო“
    31. მალხაზი გოგოლაძე-„თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა“
    36. ვახტანგ მეგრელიშვილი-„გირჩი“
    41. ნინო ლაცაბიძე-„ქართულო ოცნება დეკომრატიული საქართველო“
    44. ზაზა მარგველანი-„ქართული იდეა“
    55. დავით სუარიშვილი- პარტია „ქართული მარში“
    56. გრიგოლ გეგელია-„ლელო“
    61. გელა ნაკაშიძე - საინიციატივო ჯგუფი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG