Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსპიტალიზებულია COVID-19-ით ინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი


"უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს ორივე ფილტვის ანთებით“, - ინფორმაცია დაადასტურა პოროშენკოს მეუღლემ, მარინა პოროშენკომ.

„დღეს „კოვიდ-19“-ს ებრძვიან ჩემი მეუღლე და ჩვენი ქალიშვილი. პეტრო ალექსის ძე ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. მიუხედავად ფილტვების ორმხრივი ანთებისა, ჩემს მეუღლეს აქვს ძლიერი ნებისყოფა და ავლენს მას დაავადებასთან ბრძოლაში. ის მკაფიოდ იცავს მკურნალობის გაწერილ პროტოკოლს“, – განაცხადა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ მარინა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსით დაავადების ცნობა 29 სექტემბერს გავრცელდა.

XS
SM
MD
LG