Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმები: პრეზიდენტი ტრამპი კარგ გუნებაზეა, არ იყენებს ჟანგბადის აპარატს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსისგან მკურნალი ექიმების გუნდი აცხადებს, რომ ის კარგ გუნებაზეა, არ უჭირს სუნთქვა და არ იყენებს ჟანგბადის აპარატს.

ექიმმა შონ კონლიმ 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დასძინა, რომ პრეზიდენტი ვითარებას "ძალიან კარგად უმკლავდება". მას 24 საათის განმავლობაში არ ჰქონია მაღალი ტემპერატურა. ექიმები ამბობენ, რომ ტრამპის სიმპტომები, მათ შორის ხველა და სურდო, "იკლებს და უმჯობესდება".

თუმცა ექიმებმა არ დააკონკრეტეს ის, საერთოდ თუ დასჭირდა ტრამპს ჟანგბადის აპარატი, მიუხედავად ამ შინაარსის რამდენიმე კითხვისა ჟურნალისტების მხრიდან.

მაშინ, როცა ექიმების ბრიფინგი მიმდინარეობდა, რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდა. კრისტი ტრამპს 29 სექტემბრის დებატებისთვის მომზადებაში ეხმარებოდა.

კრისტიმდე სამმა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა ტესტის პოზიტიური შედეგის და კორონავირუსით ინფიცირების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG