Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებია, ამომრჩეველთა მოსყიდვის და რუსეთის გავლენის შესახებ განცხადებების ფონზე


ყირგიზეთის მოქალაქეები 4 ოქტომბერს პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევენ, საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც მთავარი თემები იყო ამომრჩეველთა მოსყიდვა და მოსკოვის გავლენები შუა აზიაში ამ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეზე.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება. შუადღისთვის არჩევნებში მონაწილეობა უკვე 3,5 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 20 პროცენტს ჰქონდა მიღებული - იუწყება რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური.

120-წევრიან უზენაეს საბჭოში მოსახვედრად 16 პოლიტიკური პარტია იბრძვის, და გავრცელებული მოლოდინით, ლიდერები იქნებიან ხელისუფლების მომხრე პარტიები, ბირიმდიკი და მეკენიმ ყირგიზეთი. ვარაუდობენ, რომ ეს ორი პარტია გაუსწრებს ოპოზიციურ ჯგუფებს, ატა-მეკენს და რესპუბლიკას.

ყირგიზეთის სააარჩევნო კანონებით, საკანონმდებლო ორგანოში 65 მანდატზე მეტის ქონა არც ერთ პარტიას არ შეუძლია - რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა შუა აზიის სხვა ქვეყნებისგან, სადაც მმართველი პარტიები დომინანტურ ძალას წარმოადგენენ ხოლმე ფაქტობრივად ფორმალურ პარლამენტებში.

ადრეული 1990-იანი წლებიდან ყირგიზეთს უწოდებენ შუა აზიის "დემოკრატიის კუნძულს". თუმცა, როგორც უწინ ჩატარებულ არჩევნებზე, სკანდალები და უთანხმოება ამ არჩევნების კამპანიასაც ახლდა თან, მათ შორის განცხადებები ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, რუსეთის გავლენებზე და დაფინანსების კრიმინალურ წყაროებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG