Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში დააპატიმრეს აქციის მონაწილეები


მინსკში უშიშროების ძალებმა სულ მცირე 10 პირი დააპატიმრეს დემონსტრაციაზე, რომელიც პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად გაიმართა. ბელარუსში საპროტესტო დემონსტრაციები უკვე მერვე კვირაა მიმდინარეობს, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

კვირას გამართულ აქციებზე, რომლის ინიციატორიც ბელარუსის ოპოზიცია არის ხოლმე, როგორც წესი ბევრი მოქალაქე გადის. გასული კვირის აქციაში 100,000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, და მათგან 350-ზე მეტი დააპატიმრეს.

აქციები გრძელდება 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელზეც გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოაცხადეს და რომელსაც ბევრი გაყალბებულად მიიჩნევს. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, დაშავდა ასობით პირი, დააპატიმრეს 10,000-ზე მეტი მოქალაქე.

ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ხმების 80 პროცენტზე მეტით გამოცხადდა გამარჯვებულად არჩევნებზე - ოპოზიცია ამ შედეგს გაყალბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კენჭისყრაში გამარჯვება მათმა კანდიდატმა, სვეტლანა ციახნოუსკაიამ მოიპოვა. არჩევნების შემდეგ ციხანოუსკაიამ თავი მეზობელ ლიეტუვას შეაფარა. 30 სექტემბერს ციხანოუსკაიამ თქვა, რომ დაიწყო ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირება და განაცხადა: "ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი არა მხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ უუნაროა შეასრულოს თავისი მოვალეობები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG