Accessibility links

ყირგიზეთში დაიწყეს ბიულეტენების დათვლა, ლიდერობენ ხელისუფლების მომხრე პარტიები


ყირგიზეთში დაიწყო 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა, ამომრჩეველთა მოსყიდვის და ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ცნობების ფონზე.

წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან ხუთი მოიპოვებს მანდატებს 120-ადგილიან უზენაეს საბჭოში. მათგან სამი პარტია - ბირიმდიკი, მეკენიმ ყურგიზეთი და ყირგიზეთი - მჭიდროდაა დაკავშირებული მთავრობასთან.

გავრცელებული მოლოდინით, შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვას ასევე შეძლებენ ოპოზიციური ბუტუნ ყირგიზეთი და მეკენჩილი.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე დაიხურა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3,5 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩევლის თითქმის 54-მა პროცენტმა - იუწყება რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური.

შუადღემდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიდა 21 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ამომრჩეველთა ავტობუსებით მიყვანას უბნებზე, მოქალაქეების გაცილებას უშუალოდ ხმის მისაცემად და ამ პროცესზე დაკვირვებას. კომისია აცხადებს, რომ იძიებს ცნობებს კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ზეწოლაზე ამომრჩეველთა მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG