Accessibility links

ექიმები: ტრამპის მდგომარეობა უმჯობესდება


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მდგომარეობა უმჯობესდება COVID-19-ის მკურნალობის პროცესში და ის, შესაძლოა, საავადმყოფოდან უკვე 5 ოქტომბერს გაწერონ - აცხადებენ მისი მკურნალი ექიმები.

ექიმების თქმით, ბოლო დღეებში ტრამპის ჟანგბადის მაჩვენებელი ორჯერ მცირედით დაეცა და მას მკურნალობა სტეროიდებით უტარდება. თუმცა ექიმებმა ოპტიმისტურად შეაფასეს 74 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პერსპექტივა: "პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებას განაგრძობს. პარასკევის დილიდან მას აღარ ჰქონია მაღალი ტემპერატურა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია" - უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა შონ დულიმ, ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ვალტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, სადაც ტრამპი 2 ოქტომბრის შემდეგ გადის მკურნალობის კურსს.

3 ოქტომბერს ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოში ტრამპმა თქვა, რომ თავს "გაცილებით უკეთ" გრძნობს და იმედი გამოთქვა, რომ "მალე დაუბრუნდება" 3 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას.

ტრამპის მოულოდნელმა ავადმყოფობამ დარტყმა მიაყენა მის საარჩევნო კამპანიას და კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა პანდემიის საფრთხე, ისევე, როგორც თავად პრეზიდენტის მხრიდან ვითარების სიმძიმის უგულებელყოფა ამ დრომდე. აშშ-ში ახალ კორონავირუსს 200,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, დაავადდა 7 მილიონზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG