Accessibility links

logo-print logo-print

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა


შოთა არველაძემ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის „ფახთაქორის“ მწვრთნელია, სასიხარულო სიახლის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

„ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა არველაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.

შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა. თავიდან გავრცელდა ხმები, რომ ვეტერან ფეხბურთელს ასთმა აწუხებდა, რაც სიტუაციას საგრძნობლად ამძიმებდა, მაგრამ თავად არველაძემ განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო და ასთმა მას არასოდეს ჰქონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG