Accessibility links

87 წლის ასაკში გარდაიცვალა გურამ ბერიშვილი - ქართველი მათემატიკოსი და პოლიტიკოსი


გურამ ბერიშვვილი. 2016 წ.

87 წლის ასაკში გარდაიცვალა გურამ ბერიშვილი - ქართველი მათემატიკოსი და პოლიტიკოსი, 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

გურამ ბერიშვილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატივა და კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დაარსება.

გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო წუხილი გამოთქვა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა:

„ჩვენი, საბჭოთა კავშირში დაბადებული და გაზრდილი თაობისათვის ის მაგალითის მომცემი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა, იმ გარემოებებშიც კი, თავისუფალი ადამიანი ყოფილიყავი და ქვეყანაზე გეზრუნა“.

გურამ ბერიშვილი იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი 1992 წლიდან.

„არც კომუნისტებს ეპუებოდა და არც - პოსტკომუნისტებს. ცეკას ახალი მდივანი შევარდნაძე აკადემიაში შეხვედრისას გაამათრახა, სახელმწიფოს მეთაურ შევარდნაძესაც დაუნდობლად, კვალიფიციურად ეპაექრებოდა 90-იანებში პარლამენტში. ბატონი გურამი ზურგით დაუდგა საბჭოურობას, არ გაიკარა წითელი ტალახი. არც განაციონალისტებულა - თავად თავისუფალი მოქალაქე ქვეყნის, მომავალი თაობის თავისუფლებისთვის იღვწოდა. ამ ხნის კაცი სოფლად თუ ქალაქად სულ სკოლებში იყო“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG