Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილი 53-ე პაციენტი 62 წლის მამაკაცი იყო


COVID-19-ით ქუთაისში დღეს გარდაცვლილი მამაკაცი კლინიკა “ბომონდის“ პაციენტი იყო. 62 წლის მამაკაცი გურიის რეგიონიდან ქუთაისის ამ საავადმყოფოში 24 სექტემბერს გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასა და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად ჰქონდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

დღეს დილიდან, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან გარდაცვლილია 53.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG