Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში მიენიჭათ C-ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენ მკვლევრებს


2020 წლის ნობელიანტები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ამერიკელები, ჰარვი ოლტერი და ჩარლზ პაისი და ბრიტანელი, მაიკლ ჰოუტონი.
2020 წლის ნობელიანტები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ამერიკელები, ჰარვი ოლტერი და ჩარლზ პაისი და ბრიტანელი, მაიკლ ჰოუტონი.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, 2020 წელს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის სფეროში მიენიჭათ მკვლევრებს, რომლებმაც აღმოაჩინეს C-ჰეპატიტის ვირუსი და წვლილი შეიტანეს ამ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში.

ლაურეატების გვარები გამოცხადდა ცერემონიაზე სტოკჰოლმში.

ესენი არიან ამერიკელი მკვლევრები, ჰარვი ოლტერი და ჩარლზ პაისი, მათთან ერთად ბრიტანელი, მაიკლ ჰოუტონი.

ნობელის კომიტეტის თანახმად, ამ მკვლევრების საქმიანობით შედეგად ქრონიკული ჰეპატიტის მიზეზები დადგინდა და შემუშავდა პრეპარატები, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეუწყვეს ხელი.

მედიცინის დარგში ნობელიანტების გამოცხადებით დაიწყო ტრადიციული ნობელის კვირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG