Accessibility links

site logo site logo

ფაშინიანმა და პუტინმა ყარაბაღზე ტელეფონით ილაპარაკეს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სანკტ-პეტერბურგი, 2019 წლის ივნისი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს გააგრძელეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გამწვავებული შეიარაღებული დაპირისპირების განხილვა. ამ ინფორმაციას კრემლის პრესსასახური ავრცელებს. სატელეფონო საუბრის ინიციატორი სომხური მხარე იყო.

კრემლის თანახმად, საუბრის დროს ითქვა, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და იწვევს სერიოზულ დანაკარგებს ორივე მხრიდან, მათ შორის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. კრემლის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, პუტინმა ისევ გაუსვა ხაზი საბრძოლო მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტის აუცილებლობას.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ფაშინიანს და პუტინს შორის 4 სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტს კონტაქტი ჯერჯერობით არ ჰქონია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური ბრძოლა 27 სექტემბრიდან განახლდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტროლი აღადგინა არაერთ დასახლებულ პუნქტზე. სომხური მხარე ამას უარყოფს.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG