Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 15-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანის ინფიცირება და 2-ის გარდაცვალება დაადასტურა.

აპრილიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1765 შემთხვევა, მათგან 640 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კლინიკებში მყოფი 45 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG