საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 348 აჭარიდანაა. კრიტიკული მძიმე 55 პაციენტია. მათგან 9 აფხაზეთიდან არის.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 99;
- იმერეთი - 59;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 19;
- მცხეთა-მთიანეთი - 10;
- გურია - 3;
- კახეთი - 3;
- რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 1;
- ქვემო-ქართლი - 1;
- შიდა ქართლი - 4;
- სამცხე-ჯავახეთი - 1.
ბოლო 24 საათში საქართველოში მცირედით იკლო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში ეს რიცხვი 549 იყო, რამაც საერთო მონაცემები 9 245-მდე გაზარდა. ამავე პერიოდში 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს მაჩვენებელი 4 887-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი