Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ დადგინა, რომ უნგრეთში სოროსის უნივერსიტეტი უკანონოდ დაიხურა


ევროპის კავშირის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ დაადგინა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული უნივერსიტეტების შესახებ კანონი, რომელიც უნგრეთმა გამოიყენა ამერიკელი მილიარდერისა და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ცნობილი უნივერსიტეტის დასახურად, უკანონოა.

2017 წელს მიღებული კანონმდებლობით, უცხოეთში რეგისტრირებულ უნივერსიტეტებს აღარ შეუძლიათ უნგრეთში მოქმედება, თუკი ისინი ამავე დროს სასწავლო კურსებს არ ატარებენ საკუთარ ქვეყნებში, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

„უნგრეთის მიერ შემოღებული პირობები, რომლებიც უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებს საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალებას აძლევს მის ტერიტორიაზე, შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, განაცხადა ევროსასამართლომ 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) თავისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ვენაში გადაიტანა 2018 წელს. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი ბრძოლა მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და უნგრეთში დაბადებულ, ჰოლოკოსტში გადარჩენილ სოროსს შორის, რომელიც მრავალ სამოქალაქო ორგანიზაციას ეხმარება თავისი ჰუმანიტარული ფონდის გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG