Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩი პოლონეთში გაიმართება


საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სამი ოფიციალური თამაშისთვის მოსამზადებლად გუშინ თბილისში შეიკრიბა.
საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სამი ოფიციალური თამაშისთვის მოსამზადებლად გუშინ თბილისში შეიკრიბა.

11 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან ერევნის ნაცვლად, პოლონეთის ქალაქ ტიხში გამართავს. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, უეფამ ერევანში დაგეგმილი ორი თამაშიდან ერთი გააუქმა, ერთი კი სხვაგან გადაიტანა. 7 ოქტომბერს სომხეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ალბანეთისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ მატჩი გუშინ ჩაშლილად გამოცხადდა. სომხეთისა და საქართველოს შეხვედრის თაობაზე კი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სამი ოფიციალური თამაშისთვის მოსამზადებლად გუშინ თბილისში შეიკრიბა. 8 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში „დინამოარენაზე“ დაუპირისპირდება ბელარუსის ნაკრებს. 11 და 14 ოქტომბერს კი ერთა თასის ორი გასვლითი მატჩი ელის - სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG