Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 103 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აპრილიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1868 შემთხვევა, მათგან 655 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG