თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა 508 ახალი გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა კვლავ აჭარიდანააა, თუმცა პროცენტურლი რაოდენობა საერთო რაოდენობიდან აჭარაში იკლებს და თბილიში იმატებს.
7 ოქტომბრის 508 დადასტურებული ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
აჭარა - 259 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 51%
გურია - 8 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 2%
თბილისი - 111 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 22%
იმერეთი - 91 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 18%
კახეთი - 2 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 0%
მცხეთა მთიანეთი - 5 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 1%
სამეგრელო და ზემო სვანეთი - 25 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 5%
ქვემო ქართლი - 5 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 1%
შიდა ქართლი - 2 ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობის 0%
7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 9753-მდე გაიზარდა, კრიტიკულად მძიმეა 58 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაგან 56 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა თებერვალში დადასტურდა. ამ დრომდე კორონავირუსის მქონე 62 პაციენტია გარდაცვლილი.