Accessibility links

site logo site logo

ბიბილოვი და ბჟანია პუტინს დაბადების დღეს ულოცავენ


საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტებმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი ვლადიმირ პუტინს წერს, რომ მისი პიროვნება „სამხრეთ ოსეთის“ თითოეული მცხოვრების ცნობიერებაში უკავშირდება რუსეთის სახეს და რუსული სახელმწიფოს აღორძინებას.

ბიბილოვი პუტინს მადლობას უხდის „სამხრეთ ოსეთსა“ და მთლიანად კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მტკიცე და ეფექტური მოქმედებებისთვის და უსურვებს ყველა გეგმის წარმატებულ რეალიზაციას „დიდი რუსეთის საკეთილდღეოდ“.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს პირადად მისი და „აფხაზეთის რესპუბლიკის მრავალეროვანი ხალხის“ სახელით.

“თქვენ, როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რომელიც მრავალი წელია იცავს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს და მის საერთაშორისო გავლენას განამტკიცებს, პატივისცემა და უზარმაზარი ავტორიტეტი დაიმსახურეთ არა მხოლოდ მილიონობით თანამემამულისგან რუსეთში, არამედ მის გარეთაც“, - ნათქვამია ბჟანიას მისალოც წერილში. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ სწორედ პუტინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წყალობით, დღეს რუსეთი თავისუფალი და მძლავრი სახელმწიფოა, დიდებული წარსულით, სტაბილური აწმყოთი და დამაჯერებელი მომავლით.

ბჟანია პუტინს მადლობას უხდის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართ ყურადღების, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ხალხებს შორის კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებისთვის.

დღეს, 7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი 68 წლის გახდა.

რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG