Accessibility links

site logo site logo

თეონა აქუბარდია: მჯერა რომ ეს არჩევნები რეალური გარდატეხა იქნება


თეონა აქუბარდია

საარჩევნო ბლოკის „ გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმომადგენელი თეონა აქუბარდია, ამბობს, რომ პატარა პარტიები საქართველოში ამ დროისათვის მნიშვნელოვნად გაძლიერებულები არიან და ქვეყანაში შექმნილია ვითარება, როდესაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რეალურად გარდამტეხი იქნება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ არის იმის იმედი, რომ კოალიციური მთავრობა ოპოზიციური ძალების მიერ იქნება დაკომპლექტებული:

„ნამდვილად გვაქვს იმედი იმის, რომ იქნება კოალიციური მთავრობა, კოალიციური მთავრობა იქნება დაკომპლექტებული ოპოზიციური ძალების მხრიდან და რეალურად დაიწყება ცვლილებები ამ ქვეყანაში. თუმცა მთავარი საზომი ამ ყველაფრის არის მოსახლეობა, რომელმაც უნდა აირჩიოს 31 ოქტომბერს რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა.“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, იმ ტიპის პოლიტიკური ვითარება, როგორიც დღესაა, საქართველოში აქამდე არ ყოფილა:

„მნიშვნელოვანია არა ის, რომ გავერთიანდეთ ამ შემთხვევაში ყველა პარტიულად ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ გავერთიანდეთ ჩვენი ხედვებით იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ჩააგდო ეს ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში. და ის რომ ამ კუთხით გვაქვს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, ახალ ნაბიჯზე მიუთითებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ მოსახლეობა გააკეთებს არჩევანს და რეალური ცვლილებები დაიწყება საქართველოში“, - აღნიშნა "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პროპორციული სიის მეოთხე ნომერმა თეონა აქუბარდიამ.

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობს. ბლოკში „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გაერთიანებულია პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG