Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთში ახალი გამოსვლების მონაწილეები "სუფთა" პოლიტიკოსების მთავრობას ითხოვენ


ყირგიზეთში ახალი გამოსვლები დაიწყო მაშინ, როცა მეტოქე ოპოზიციური ჯგუფები ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. უკანასკნელი დღეების ძალადობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა ხელისუფლება აიძულა, გაეუქმებინა გასული კვირის ბოლოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. გადადგნენ პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.

7 ოქტომბერს დედაქალაქ ბიშკეკში ათასობით დემონსტრანტმა გამართა საპროტესტო აქცია მთავრობის შენობის წინ, ასევე ალა-ტუს ცენტრალურ მოედანზე. ისინი მოითხოვენ, ახალი მთავრობა შექმნას პოლიტიკოსების „სუფთა“ თაობამ.

დემონსტრანტების მოთხოვნათა შორისაა, ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს ბიზნესმენი ტილეკ ტოქტოგაზიევი და ისინი უარს ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სადირ ჯაპაროვის კანდიდატურაზე, რომელიც 6 ოქტომბერს წამოაყენა პარლამენტმა და რომელიც მანამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს დემონსტრანტებმა პატიმრობიდან.

პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით განრისხებული ხალხი შეიჭრა სასტუმროში, სადაც მიმდინარეობდა შეხვედრა და ჟაპაროვი იძულებული გახდა, უკანა კარიდან გაქცეულიყო.

თვითგამოცხადებულმა სახალხო საკოორდინაციო საბჭომ, რომელშიც რამდენიმე ოპოზიციური პარტია შედის, 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ არ ცნობს ჟაპაროვის დროებით მთავრობას, საკუთარ ხულში იღებს მთელს ძალაუფლებას და დაითხოვს პარლამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG