Accessibility links

გიორგი ჩაკვეტაძე ბელარუსის ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს


გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბერს ბელარუსის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა „დინამოარენაზე“ დღეს გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

ჩაკვეტაძე, რამდენიმე დღეა, თბილისშია და ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის ნაკრებთან ერთად ემზადება, მაგრამ ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და მისი ბელარუსთან თამაშიც ამის გამო გამოირიცხა. ვაისის სიტყვებით, გიორგი რამდენიმე დღე დაისვენებს და, სავარაუდოდ, შემდეგ თამაშში მიიღებს მოაწილეობას.

სლოვაკი სპეციალისტი, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, გამარჯვებაში მაინც დარწმუნებულია:

„ხვალინდელი მატჩის შედეგით ერთი გუნდი გაიხარებს და მჯერა, ეს გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება. ჩვენ უნდა მოვიგოთ“, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

8 ოქტომბრის თამაში საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობის ისტორიაში. ბელარუსის ძლევის შემთხვევაში გუნდი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალის საგზურს მოიპოვებს და გადამწყვეტ მატჩსაც თბილისში გამართავს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა ან კოსოვოსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG