Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალნენ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 62 წლის ქალის დიაგნოზი იყო: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა და თირკმლის უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება. 52 წლის კაცის დიაგნოზი იყო: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჰქონდა თანმხლები დაავადება - თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. 84 წლის ქალის დიაგნოზი იყო: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია.

კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა. საქართველოში აპრილიდან გარდაცვლილია 66 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG