Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჭიჭინაძე: „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში მე ვერ დავინახე, რომ იქ არსებობდა გუნდი


დავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე

„ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში მე ვერ დავინახე, რომ იქ არსებობდა გუნდი, რასაც ესენი ეძახიან და რაღაც გარკვეული პოლიტიკა. იქ იყო ბრძოლა გავლენებისთვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

„პოლიტიკას კი არ ატარებდნენ, არამედ ცეცხლის ჩაქრობაზე იყვნენ ორიენტირებული. ანუ მთავარი იყო ის ადამიანები ვინც რაღაცას აპროტესტებდა რომ იმ მომენტში მათთვის მოეგვარებინათ სიტუაცია, როგორც მე რომ მომიგვარეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ბანკირებთან მიმართებაში. კანონი მიმაღებინეს და მეორე ნაწილს დაელოდეო და ის მეორე ნაწილი აღარ შედგა, ესე არის ყველა ჯგუფებთან მიმართებაში“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ "დილის საუბრებში".

დავით ჭიჭინაძე მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2018 წელს პარტიიდან გარიცხეს, რის მიზეზადაც მის მიერ პარტიული დისციპლინისა და მორალურ-ეთიკური ნორმების არაერთგზის დარღვევა დასახელდა. მოგვიანებით იგი ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანდა, თუმცა ეს ფრაქციაც დატოვა. 2019 წელს დავით ჭიჭინაძემ შექმნა პარტია "სახალხო ტრიბუნა". პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ნომრადაა რეგისტრირებული, თავად დავით ჭიჭინაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თბილისის ისნის მაჟორიტარულ ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG