Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართა


აშშ-ში ქალაქ სოლტ-ლეიკ სიტიში გაიმართა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები, რომელშიც მონაწილეობდნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგნელი, მაიკ პენსი და დემოკრატი კამალა ჰარისი. მონაწილეებმა ყველა საკითხში ურთიერთსაპირისპირო პოზიციები წარმოადგინეს.

დებატები დაიწყო კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაქციის თემით. კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას აშშ-ში 210 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

კამარა ჰარისმა თეთრი სახლის ზომებს უწოდა „ამერიკის მთავრობის უდიდესი ჩავარდნა“.

„გულწრფელად გითხრათ, ტრამპის ადმინისტრაციამ კვლავ არჩევის უფლება დაკარგა ამ რეაქციას თუ გავითვალისწინებთ“, განაცდადა ჰარისმა.

პენსმა ჩამოთვალა სხვადასხვა ზომა, რასაც ადმინისტრაციამ მიმართა, სხვათა შორის, ჩინეთიდან აშშ-ში მგზავრობა მაშინვე, როცა კი ცნობილი გახდა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ვირუსის გავრცელების შესახებ, მხარი დაუჭირა ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას, გაზარდა სამედიცინო მოწყობილობების წარმოება და სხვა, რისგანაც, პენსის თანახმად, არც კი განსხვავდება ზომები, რასაც ბაიდენი ასახელებს პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ვიცე პრეზიდენტობის კანიდატები შეეხნენ ასევე სხვა მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ეკონომიკის მდგომარეობა, რასობრივი ურთიერთობები, უზენაესი სასამართლოს წევრების დასახელება და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარების თემა.

ჰარისმა ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარებაში ბრალი დასდო პრეზიდენტ ტრამპს. პენსმა ეკონომიკის ჩავარდნის მიზეზად პანდემია დაასახელა, თორემ მანამდე, მისი თქმით, ეკონომიკა წარმატებით ვითარდებოდა.

მან ამერიკელებს მიმართა, რომ თუ ბაიდენს აირჩევენ, პირელი ნაბიჯი, რასაც მისი მთავრობა გადადგამს საშუალო კლასისთვის გადასახადების ზრდა იქნებაო, რაც ჰარისმა კატეგორიულად უარყო.

კანდიდატებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ პოლიციაში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების განხილვისას.

პენსი თვლის, რომ ასეთი რასიზმი არ არსებობს, ჰარისის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გადაჭრით იბრძოლებს ძალადობის წინააღდეგ, და ამასვე დროს დაიცავს „ჩვენთვის ძვირფას ფასეულობებს“.

დონალდ ტრამპის მომხრეებს იმედი ჰქონდათ, რომ მაკი პენსი მოახერხებდა გამოესწორებინა ბოლო დებატების შემდგომი, გამოკითხვების თანახმად, ურყოფითი შთაბეჭდილება ტრამპის შესახებ. პირველად ტელედებატების ისტორიაში კანდიდატებს ერთმანეთისგან გამოყოფდა გამჭვირვალე ზღუდე, ისინი თითქმის ოთხი მეტრით იყვნენ ერთმანეთისგან დაშორებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG