Accessibility links

მთიან ყარაბაღში ვითარება დაძაბულია მძაფრი ბრძოლების შემდეგ დიპლომატიური გააქტიურების ფონზე


სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეფანკერტი, 7 ოქტომბერი. 2020 წელი

8 ოქტომბრის დილით ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების ფრონტზე მთიანი ყარაბაღის გამო კვლავ დაძაბულია 7 ოქტომბერს მძაფრი ბრძოლების შემდეგ, რის ფონზეც საერთაშორისო მასშტაბით ადგილი აქვს მცდელობებს, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას.

ღამის განმავლობაში, როგორც სომხური მხარე აცხადებს, კონფლიქტის ზონაში ვითარება სტაბილური და მშვიდი იყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სეპარატისტულმა ძალებმა, რომელსაც სომხეთი უჭერს მხარს, მოიგერიეს მოწინააღმდეგის იერიში და მას ზიანი მიაყენეს ცოცხალი ძალის და ტექნიკის დანაკარგის სახით.

აზერბაიჯანის მხარეს რეაგირება არ გაუკეთებია, მაგრამ ბაქოში, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, ღამით სომხურმა ძალებმა ჭურვები დაუშინეს აზერბაიჯანულ სოფლებს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

სამინისტრო დაზუსტების გარეშე იტყობინება, რომ აზერბაიჯანის ძალები შესაბამის ზომებს მიმართავენ.

გაგრძელებულმა საბრძოლო მოქმედებებმა გაზარდა შეშფოთება, რომ კონფლიქტში შეიძლება ჩათრეულ იქნენ თურქეთი, აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე, და რუსეთი, რომელსაც სომხეთთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება აქვს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 7 ოქტომბერს სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა მხარეებს.

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღიდან და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოითხოვს სომხური ძალების გაყვანას ცეცხლის შეწყვეტის პირობად.

ასეთი პირობები სომხეთისთვის თითქმის მიუღებელია.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს 12 ოქტომბერს, რათა გამონახონ გზები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG