Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას გამიზნულად აფერხებენ


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის გამიზნულად შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შევიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით უკავშირდებიან შესაბამისი კომისიის წევრებს და აწვდიან ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ დღეს მათი მისვლა უბანში საჭირო არაა:

„სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში; ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შეუსაბამო დავალებების გაცემით იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრისა და მისი ჩაშლის ფაქტი“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში. ცესკო მოუწოდებს ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში და ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG