Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი კარანტინშია კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემდეგ


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი, პატრიარქი კირილე კარანტინშია მას მერე, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

ეკლესიის ვებგვერდზე 8 ოქტომბერს გავრცელდა კირილეს წერილია სერგიევ პოსადის წმინდა სერგიოსის სახელობის სამების ლავრის ხელმძვანელობის მიმართ, სადაც პატრიარქი განმარტავს, რატომ ვერ მიიღებს მონაწილეობას წმინდა სერგიოსის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ლოცვაში. „მიზეზი ამისა არის ჩემი კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ჩემი პირადი კარანტინის ვადა სამედიცინო მონაცემებით, არ გასულა. ჩემთვის შეუძლებელია საფრთხე შეგიქმნათ ყველას“, წერს წერილში კირილე.

8 ოქტომბრისთვის რუსეთში კოვიდ-19-ის აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 1,26 მილიონია. 22056 ადამიანი დაიღუპა სენის შედეგად. ერთ მილიონზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG