Accessibility links

logo-print logo-print

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები შეშფოთებას იწვევს


ხალხი კიევის მეტროს სადგურში. 2020 წ. 7 ოქტომბერი.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის გამო ევროპაში მედიკოსები საგანგაშო მდგომარეობაში არიან. მთავრობები ცდილობენ შემოიღონ ამკრძალავი ზომები, რომლებიც ამავე დროს არ გამოიწვევს ეკონომიკის დიდი ნაწილის კვლავ დახურვას.

უკრაინაში, რომლის მოსახლეობა 42 მილიონამდეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა გასული თვის განმავლობაში და 244734-ს მიაღწია. გარდაცვლილია 4690 ადამიანი. საავადმყოფოებში იმყოფება 20 ათასზე მეტი პაციენტი. უკრაინაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სარეკორდოდ მაღალი იყო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა - 5397.

ჩეხეთის რესპუბლიკაშიც სარეკორდოდ მაღალია ერთ დღე-ღამეში ახალი ინფიცირებულების რიცხვი. ხელისუფლების თანახმად, აღირიცხა 5335 შემთხვევა. ჩეხეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 829-ს მიაღწია.

გერმანიაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვის მატება 4058-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილია 9571 ადამიანი.

პოლონეთში ინფიცირებულთა რიცხვის დღიური მატება ასევე სარეკორდოა - 4280 ადამიანი, რაც 40%-ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. სარეკორდოა გარდაცვლილთა რაოდენობაც - 76. მთლიანობაში 38-მილიონიან ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 111599 და გარდაცვალების 2867 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG