Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მძლავრი აფეთქებები მოხდა საბრძოლო მასალების საწყობებში


რუსეთის ქალაქ რიაზანის მახლობლად საბრძოლო მასალების საწყობებში მოხდა აფეთქებები, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი ადამიანი სარეანიმაციო განყოფილებაშია. დაზიანდა 20-ზე მეტი ნაგებობა. აფეთქებების შედეგების სალიკვიდაციოდ მუშაობს ათას ხუთასი ადამიანი და 400-მდე ერთეული ტექნიკა.

რეგიონიდან ორი ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული 10 კილომეტრის რადიუსში მდებარე 14 დასახლებული პუნქტიდან. დაახლოებით ამდენმა ადამიანმა დატოვა რაიონი საკუთარი ინიციატივით. ზოგიერთ სკოლაში ბავშვები ვადამდე გაუშვეს არდადეგებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საგანგებო ვითარება გამოიწვია საწყობების მახლობლად მშრალი ბალახის აალებამ. ხანძარი 7 ოქტომბერს დაიწყო. ამის შემდეგ მალე დაიწყო აფეთქებები, რაც ხუთშაბათს დილამდე გაგრძელდა.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG