Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებით დაკეტეს გორის მე-3 საჯარო სკოლა


ეპიდემიოლოგებმა გორის მე-3 საჯარო სკოლის დროებითი დაიკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი COVID-ინფიცირებული მოსწავლის ძმა გახდა, რომელიც დღეს სკოლაში გამოცხადდა.

სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს აცნობა. ერთობლივი გადაწყვიტილებით, სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

„შაბათს ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კი სკოლაში მისი ძმა მოვიდა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ მოვიდა ეს ბავშვი, გვითხრეს, რომ მშობელმა გამოუშვა. ჩემთვის თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მივმართეთ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებს და ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. მანამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება", - თქვა მე-3 სკოლის დირექტორმა, ვახტანგ სუხიტაშვილმა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 472 შემთხვევაა. სულ საქართველოში კორონავირუსის 10 225 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 5 553, გარდაიცვალა 66 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG