Accessibility links

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალში გავიდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა „დინამოარენაზე“ ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და მოუგო ანგარიშით 1:0. გოლი მეშვიდე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა პენალტით.

ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი ოფის ფინალში, გაირკვევა, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს მატჩში, რომელიც დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებელი გადამწყვეტი თამაში კი 12 ნოემბერს გაიმართება, ისევ თბილისის „დინამოარენაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG