Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა COVID-19-ით კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა. შტაბის ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაცვლილ ორ ხანდაზმულ ქალს და ერთ მამაკაცს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 2071 შემთხვევა, მათგან 811 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო მთავრობას მაისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით დადასტურებული აქვს კორონავირუსის 123 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG