Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ევროპირველობის C ჯგუფში მოსახვედრად ითამაშებს


ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალები დასრულდა და უკვე ოფიციალურად დაზუსტდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში C ჯგუფში ითამაშებს.

ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში გაიმართა და მაშინვე გაირკვა, ერთა ლიგის რომელი დივიზიონის ჩემპიონი რომელ ჯგუფს შეავსებდა. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ორი ვარიანტი იყო. პირველი - C ჯგუფი, სადაც ჰოლანდია, უკრაინა და ავსტრია მოხვდნენ. მეორე ვარიანტი კი „სიკვდილის ჯგუფად“ მონათლული F ჯგუფიიყო, გერმანიასთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან ერთად.

F ჯგუფში ჩასმა საქართველოს ნაკრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ემუქრებოდა, თუ A დივიზიონიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს რუმინეთი მოიპოვებდა. ასე არ მოხდა - რუმინელებმა პლეი ოფის ნახევარფინალში ისლანდიასთან წააგეს.

ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში სათამაშოდ, ქართველ ფეხბურთელებს პლეი ოფის ფინალის მოგება სჭირდებათ, რომელიც 12 ნოემბერს, თბილისში გაიმართება, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG