Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაგო ხვიჩია: ქვეყანაში გვაქვს „ცისფერი მთები“


იაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში „ცისფერი მთებია“ და პირველ რიგში ამომრჩეველმა ის უნდა გაიგოს, რომ საჭიროა ცვლილებები. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ვითარების სიმძაფრეს, მაგრამ ყველამ უნდა დაინახოს, რომ პარლამენტში მრავალფეროვანი პარტიული წარმომადგენლობის რეალური შანსი გაჩნდა:

„რაღაცნაირად ბუნებრივად მოვიდა შანსი, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა იყოს საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს რაღაცაზე შეთანხმება. ეს შეთანხმება რაღაცა პერიოდში შეიძლება იყოს ძალიან რთულად მისაღწევი, მე ამ შეთანხმების იმედი მქონდა წინასაარჩევნოდ, მაგრამ უფრო მეტად სულ მქონდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის არჩევნები მორჩება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი აზრით, პარლამენტში მოხვედრის შანსი მინიმუმ 10 პარტიას ექნება.

იაგო ხვიჩია „გირჩის“ თავმჯდომარედ 2018 წელს აირჩიეს. იგი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმის საარჩევნო ოლქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG