Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაააქტიურა დიპლომატიური ძალისხმევა მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესაჩერებლად


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მათი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა მოსკოვში 9 ოქტომბერს დანიშნულ საკონსულტაციო შეხვედრაში. კონსულტაციებზე მიწვევა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა და გამოვიდა მოწოდებით სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მთიან ყარაბაღში.

მანამდე, 9 ოქტომბერს რუსეთში სომხეთის ელჩმა სააგენტო ტასს დაუდასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი 9 ოქტომბერს მოგვიანებით მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის მოსკოვში ჩასვლის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.

კრემლის განცხადებით, შეხვედრის შუამავალი იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

პუტინი გამოვიდა მოწოდებით პაუზა გაკეთდეს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეტაკებებში, რათა მხარეებმა შეძლონ ტყვეების და დახოცილთა გვამების გაცვლა. ამ ინიციატივამდე პუტინი რამდენჯერმე ელაპარაკა ტელეფონით აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს - აცხადებს კრემლის პრესსამსახური 8 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG