Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმროების მფლობელები ქობულეთში აქციას მართავენ


ამ წუთებში ქობულეთში აქციას მართავენ სასტუმროების მფლობელები, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო სესხის გადახდა უჭირთ. დღევანდელი აქცია ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ბოლო მიმართვას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ბანკები მზად არიან, საოჯახო სასტუმროებს სესხები გადაუვადონ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო ანანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ მათ ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ დაეხმარებოდნენ სესხის გადახდაში. თუმცა ანანიძე აღნიშნავს, რომ სესხის რესტრუქტურიზაციაზე შეთავაზება ბანკებისგან ხელისუფლების ჩართულობის გარეშეც მიღწეული იყო.

"რესტრუქტურიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენი სესხი დარეგისტრირდება ახალ სესხად და თუ ვიხდიდით 17 [პროცენტს], გადავიხდით 22-ს. ჩვენი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ გაყინოს სესხები, ან გამოყოს თანხები დაბალპროცენტიანი სესხებისთვის... ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ხელისუფლება არ შემოგვთავაზებს პრობლემის გადაჭრის გზებს", - თქვა მან.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ქობულეთის მერიიდან "ქართული ოცნების" შენობისკენ გადაადგილდებიან.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვე თითქმის სრულად გაჩერებული იყო ბიზნესკომპანიების უმრავლესობა. რეგულაციების მოხსნის მიუხედავად, მათმა ნაწილმა სრულფასოვნად მუშაობის აღდგენა ვერ შეძლო და საბანკო ვალდებულებების გადახდაც უჭირთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG