Accessibility links

შაქარაშვილის საქმის ერთი ეპიზოდი შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს


გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილი შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა.

"მოსამართლე ბრალდებულებს განუმარტავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დებულებებს. მათი უფლება გახლავთ, აირჩევენ თუ არა ნაფიც მსაჯულებს. ეს შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში ბრალდებულებს", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ განიხილავს ამ საქმეს, ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

როგორც ადვოკატები ამბობენ, არჩილ გაგნიძე და ნიკა რევაზიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოითხოვენ. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლი სულ 6 პირს, "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს აქვთ წაყენებული.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. ამ საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა, მათგან 5-ს კი ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდიც დაუმატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG