Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის ექიმის თქმით, მან დაასრულა COVID-19-ის მკურნალობა


დონალდ ტრამპის ექიმმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დაასრულა COVID-19-ის მკურნალობა და 10 ოქტომბრიდან შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ღონისძიებებში.

დოქტორმა შონ კონლი თეთრი სახლის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნავს, რომ ტრამპი „არაჩვეულებრივად კარგად“ დაექვემდებარა მკურნალობას მედიკამენტების კოქტეილით და არ შეენიშნება თანმდევი ეფექტები.

1 ოქტომბერს ტრამპმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული და სამი დღე გაატარა საავადმყოფოში, თეთრ სახლში კი 5 ოქტომბერს დაბრუნდა. 8 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, კვირის ბოლოს ფლორიდასა და პენსილვანიაში გამართოს ღონისძიებები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

მანამდე ტრამპმა თქვა, რომ, მისი აზრით, ის არ არის გადამდები და თავს საკმარისად კარგად გრძნობს, რათა გააგრძელოს წინასაარჩევნო მიტინგები. აშშ-ის ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით, მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იზოლაციაში უნდა დარჩნენ, რადგან ჯერ კიდევ შეუძლიათ სხვებისთვის ინფექციის გადადება.

გასულ კვირაში თეთრ სახლში და პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის მთელი რიგი შემთხვევები გამოვლინდა. დაავადდა პრეზიდენტის რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელი, მათ შორის ტრამპის პრესმდივანი და კამპანიის მენეჯერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG